• English
  • ქართული
ინდივიდუალური მიდგომა მაქსიმალური კომფორტი

ეთიკური პრინციპები

შპს „ახალი ქართული კაპიტალის“ ეთიკური პრინციპებია:

პატიოსნება და კეთილსინდისიერება – ჩვენ მივისწრაფვით დავიცვათ მაღალი პროფესიული სტანდარტები და მიუკერძოებლობის პრინციპი.

პროფესიონალიზმი – ჩვენ გამოვირჩევით დეტალური და კომპლექსური ანალიზით და კანონმდებლობის სკურპულოზური დაცვით.

მომხმარებელზე ორიენტაცია – ჩვენ ვითვალისწინებთ თითოეული კლიენტების მოსაზრებას, რათა მომსახურების პროცესი მაქსიმალურად იქნას მორგებული მათ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე.

კომპეტენტურობა – კონკრეტულ პროექტს მოემსახურებიან მაღალი კვალიფიკაციისა და მდიდარი გამოცდილების სპეციალისტები.

ობიექტურობა – ფაქტებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და ობიექტური ანალიზი განაპირობებს ჩვენი, როგორც საიმედო და ობიექტური პარტნიორის რეპუტაციას.

კონფიდენციალურობა – ჩვენ განუხრელად ვიცავთ კლიენტებისაგან ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

სოციალური პასუხისმგებლობა – კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს როლს და გავლენას ბიზნეს და სოციალურ გარემოზე და ჩვენი მოქმედებისას ვითვალისწინებთ ჩვენს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, ვცდილობთ მუდმივად სრულვყოთ, გავაფართოვოდ და განვავითაროდ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება.

პიროვნების პატივისცემა – ჩვენ ვაფასებთ კომპანიის თანამშრომლების არა მხოლოდ ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ პატივს ვცემთ მათ პიროვნულ თვისებებსაც.

ოფიციალური კურსი