• English
  • ქართული
ინდივიდუალური მიდგომა მაქსიმალური კომფორტი

 ქცევის კოდექსი

შესავალი

გამომდინარე იქიდან, რომ საბაზრო ეკონომიკის განვითარება და სამართლიანი საზოგადოების საფუძვლების დამკვიდრება შეუძლებელია მყარი კორპორატიული ურთიერთობების, თანასწორი და კეთილსინდისიერი კონკურენციის გარეშე, ვხელმძღვანელობთ რა ქვეყნისა და ქართული საზოგადოების პრიორიტეტებით, ჩვენ, შპს „ახალი ქართული კაპიტალი“-ს დამფუძნებელი პარტნიორები, ვეყრდნობით რა ურთიერთპატივისცემის, პროფესიული ღირსებისა და ზნეობის პრინციპებს, მიკრო საფინანსო სექტორის მონაწილეთა ქცევის სტანდარტებს, სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ვიღებთ შპს „ახალი ქართული კაპიტალი“-ს (შემდგომში – კომპანია) წინამდებარე ქცევის კოდექსს და ვალდებულებას მის დაცვაზე:

მუხლი 1.

წინამდებარე ქცევის კოდექსი არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს და არის კომპანიის ხელმძღვანელ პირთა და სხვა თანამშრომელთა ქცევის წესების მარეგულირებელ ნორმათა ერთობლიობა და ვრცელდება მხოლოდ შპს „ახალი ქართული კაპიტალი“-ს თანამშრომლებზე.

მუხლი 2.

ქცევის კოდექსის მიზანია:

  • წაახალისოს კომპანიის თანამშრომელთა მისწრაფება ეთიკური ქცევის აღალი სტანდარტებისკენ;

  • უზრუნველყოს მომხმარებლის ინტერესთა პრიორიტეტულობა;

  • ხელი შეუწყოს ეთიკური ქცევის დანერგვას ყველა დონეზე, მათ შორის პარტნიორებს, დირექტორებს, მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის;

  • ხელი შეუწყოს პასუხისმგებლიანი დაფინანსების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.

ქცევის კოდექსი გადაიხედება და განახლდება ყოველწლიურად და განთავსდება კომპანიის ვებ-გვერდზე.

ვემოთ მოცემულ ნორმები წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრინციპების ერთობლიობას.

მუხლი 3.

კომპანიის ქცევის კოდექსს საფუძვლად უდევს საყოველთაოდ აღიარებული ეთიკის ძირითადი ფასეულობები:

  • კეთილსინდისიერება;

  • სამართლიანობა;

  • პროფესიული ღირსების პატივისცემა;

  • ზრუნვა ორგანიზაციისა და კლიენტის იმიჯზე;

  • კონფიდენციალობა;

  • დამოუკიდებლობა;

  • კანონმორჩილება.

მუხლი 4.

კომპანია თავის საქმიანობას წარმართავს გამჭვირვალედ, რაც გულისხმობს იმას, რომ პროდუქტისა და მომსახურების ყველა პირობა და ვადები, რომელიც შეთავაზებული იქნება მომხმარებლისთვის, სრულად იქნება განმარტებული.

კერძოდ, კომპანიის ყველა თანამშრომელი ვალდებულია:

  • შეთავაზებული მომსახურების პირობები მომხმარებელს წარუდგინოს მისთვის გასაგებ ენაზე;

  • სესხის გაცემამდე გასცეს ნათელი და ამომწურავი ინფორმაცია მომხმარებლზე ისე, რომ კლიენტმა შეძლოს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება;

  • წარმოაჩინოს ინფორმაცია, რომელიც მოიცავს ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ პროდუქტის ფასს, პირობებსა და ვადებს.

მუხლი 5.

კომპანიის ყველა თანამშრომელი ვალდებულია:

  • იყოს სამართლიანი და თავაზიანი მომხმარებლის მიმართ;

  • არ შეყვან კლიენტი შეცდომაში, დაიცვას ტყუილისა და არაეთიკური პრაქტიკისაგან;

  • უზრუნველყოს, რომ სესხების ამოღებასთან დაკავშირებული პრაქტიკა იყოს სამართლიანი და იცავდეს კლიენტის ღირსებას, მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.

მუხლი 6.

კომპანიის ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის მონაცემების კონფიდენციალობა, რაც გულისხმობს კლიენტის პირადი ინფორმაციის დაცვას კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. კერძოდ:

  • აიცვ მომხმარებლის პირად ინფორმაცია, მოახდ სწორი ინფორმაციის გაცემა და გაცვლა მხოლოდ უფლებამოსილ პირებთან;

  • უზრუნველყოს მომხმარებლის მონაცემთა კონფიდენციალობა კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად;

  • უზრუნველყოს მონაცემთა გამოყენება იმ მიზნებისთვის, რისთვისაც მოხდა ის მოძიება ან კანონით ნებადართული მიზნებისთვის.

მუხლი 7.

კომპანიის ყველა თანამშრომელი ვალდებულია:

  1. დაიცვას ეს კოდექსი და იხელმძღვანელოს საყოველთაო ზნეობრივი პრინციპებით;

  2. ნებისმიერ შემთხვევაში გაუფრთხილდეს კომპანიის სახელსა და საქმიან რეპუტაციას;

  3. ხელი შეუწყოს კომპანიის ბიზნეს-პოლიტიკის განვითარებას და ახალი პარტნიორების მოძიებას;

  4. გაუფრთხილდეს კომპანიის თანამშრომლების პროფესიულ რეპუტაციას, იყოს მათ მიმართ თავაზიანი;

  5. დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე;

  6. გაუფრთხილდეს კლიენტების სახელსა და რეპუტაციას;

  7. სრულად, ხარისხიანად და დროულად შეასრულოს მასზედ დაკისრებული მოვალეობები;

  8. გაუფრთხილდეს საკუთარ პროფესიულ ღირსებას;

  9. დაიცვას ჩაცმულობის სტილი;

  10. დაიცვას კომპანიის პროფესიული და კომერციული საიდუმლოებანი;

  11. არ გაამჟღავნოს კომპანიის თანამშრომელთა პერსონალური მონაცემები;

  12. იზრუნოს კომპანიის ბიზნეს გარემოში სამართლიანი და შემოსავლიანი ადგილის დამკვიდრებისათვის;

  13. გაუფრთხილდეს კომპანიის ინვენტარს და სხვა საოფისე ატრიბუტებს. მათ შორის, მის მფლობელობაში გადაცემულ საშუალებებს.

მუხლი 8.

კომპანიის ყველა თანამშრომელი ვალდებულია:

  1. წარუდგინოს თავი კლიენტს (სახელი, გვარი და დაკავებული თანამდებობა). მასთან ურთიერთობისას იყოს მომთმენი, გულდასმით მოუსმინოს მოწოდებულ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ გარემოებებს და წინასწარ არ გააკეთოს ნაჩქარევი შეფასება;

  2. კლიენტებთან ურთიერთობისას, საჭიროების შემთხვევაში, მიაწოდოს მათ კომპანიის (ფილიალების, სერვის-ცენტრების და ა.შ.) და მის თანამშრომელთა მხოლოდ სასამსახურო კოორდინატები;

  3. გულმოდგინებით, გონივრულად და ოპერატიულად წარმართოს კლიენტთან ურთიერთობა;

  4. არ მოახდინოს კლიენტის სუბიექტური თხოვნების, მოთხოვნების ან სხვა სახის (მათ შორის ხვეწნითი ხასიათის) განცხადებების გამო შეპირება, სანამ არ გაერკვევა საქმის არსში და არ მიიღებს ხელმძღვანელი მუშაკის მითითებებს;

  5. კლიენტებთან ურთიერთობის დაწყებისთანავე, განუმარტოს მას, მის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და საჭიროების შემთხვევაში, თავად კლიენტის მასთან მომართვის ფაქტის კონფიდენციალობის შესახებ;

  6. კლიენტთან ურთიერთობისას იყოს კორექტული;

  7. არ მოატყუოს კლიენტი და არ მისცეს მცდარი დაპირებები საქმის დადებითად გადაწყვეტის შესახებ.

მუხლი 9.

კომპანია ვალდებულია:

  1. შეუქმნას თანამშრომელს ნორმალური პირობები, აღჭურვოს სამუშაო ადგილი შესაბამისი ინვენტარითა და ატრიბუტებით;

  2. უზრუნველყოს თანამშრომელთა ტრენინგები და სწავლებები;

  3. თანამშრომლებთან ურთიერთობაში იყოს ეთიკური და სამართლიანი;

  4. ხელი შეუწყოს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას;

  5. იზრუნოს კომპანიის თანამშრომელთა მიმართ ერთიანი და სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე.

კოდექსი ემსახურება სწორი, ეთიკური და პროფესიონალური საფინანსო ორგანიზაციის პოლიტიკას.

ოფიციალური კურსი