• English
  • ქართული
ინდივიდუალური მიდგომა მაქსიმალური კომფორტი

ხშირად დასმული კითხვები

1) ვინ შეიძლება მიიღოს სესხი “ახალ ქართულ კაპიტალში”?

  • სესხის მიმღები პირი უნდა იყოს არანაკლებ თვრამეტი წლის ასაკის, გააჩნდეს სათანადო შემოსავლები და სესხის თანხა გამოიყენოს კანონით ნებადართული საქმიანობისთვის.

 

2) რა ტიპის სესხი შეიძლება ავიღოთ “ახალ ქართულ კაპიტალში”?

  • ამ ეტაპზე „ახალი ქართული კაპიტალი“ გასცემს იპოთეკურ სესხებს ანუ სესხებს უძრავი ქონების გარანტიით. სესხის უზრუნველყოფად მიიღება კერძო საკუთრებაში არსებული შემდეგი სახის ქონება: საცხოვრებელი ფართი, არასაცხოვრებელი ფართი ან/და მიწის ნაკვეთი.

 

3) რა პირობებით გასცემთ სესხებს?

  • სესხის მოცულობა განსაზღვრულია 15 000 აშშ დოლარამდე თანხით;
  • სესხით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 60 თვე;
  • საპროცენტო განაკვეთი შეადგენს თვეში 2-3%;
  • სესხის გაცემისას საკომისიო გათვალისწინებული არ არის;
  • სესხის დაფარვის გრაფიკით ყოველთვიურად იფარება ძირითადი თანხა და დარიცხული სარგებელი თანაბარ ნაწილებად (ე.წ. კლებადი გრაფიკი);
  • შესაძლებელია სესხის დაფარვა 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით (ანუ ამ პერიოდში მხოლოდ დარიცხულ პროცენტის გადახდით)

ოფიციალური კურსი