• English
  • ქართული
ინდივიდუალური მიდგომა მაქსიმალური კომფორტი

იპოთეკური სესხი

free-stock-photography-houseიპოთეკური სესხის პირობები:

  • სესხის მოცულობა: 1000 – 15000 აშშ დოლარი;
  • სესხით სარგებლობის ვადა: 60 თვემდე;
  • საპროცენტო განაკვეთი: თვეში 2-3%;
  • სესხის უზრუნველყოფად მიიღება კერძო საკუთრებაში არსებული შემდეგი სახის ქონება: საცხოვრებელი ფართი, არასაცხოვრებელი ფართი ან/და მიწის ნაკვეთი;
  • უზრუნველყოფის საგანი უნდა მდებარეობდეს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, მცხეთა, ბორჯომი, ბაკურიანი და ბათუმი;
  • სესხის მიმღები პირი უნდა იყოს არანაკლებ თვრამეტი წლის ასაკის;
  • სესხი გაიცემა კანონით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობისთვის.
  • სესხის გაცემისას საკომისიო გათვალისწინებული არ არის;
  • სესხის დაფარვის გრაფიკი: ყოველთვიურად ძირითადი თანხისა და დარიცხული სარგებლის დაფარვა თანაბარ ნაწილებად (ანუიტეტი); შესაძლებელია სესხის დაფარვა 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით (ანუ ამ პერიოდში მხოლოდ დარიცხული პროცენტის გადახდით);
  • სესხის დაფარვის გრაფიკით დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, პირგასამტეხლო შეადგენს გადაუხდელი თანხის 0,5 (ნული მთელი ხუთი მეათედი)%-ს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
  • 3 თვის შემდგომ სესხის ვადამდე ადრე დაფარვის შემთხვევაში საკომისიო შეადგენს 0 (ნული)%-ს;
  • 3 თვეზე ადრე სესხის ვადამდე დაფარვის შემთხვევაში, საკომისიო შეადგენს წინსწრებით დაფარული თანხის 2-3%. საკომისიოს კონკრეტულ რაოდენობას განსაზღვრავს სესხების კომიტეტი. წინსწრებით დაფარვის საკომისიო დამოკიდებულია რეფინანსირების წყაროზე;
  • გენერალური (სასესხო ხაზის) ხელშეკრულება;
  • სესხის დამტკიცების პროცედურა: სესხის განაცხადის ფორმის შევსება; გასაუბრება და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა; უზრუნველყოფის საგნის დათვალიერება და შეფასება; სესხების კომიტეტის გადაწყვეტილების მიღება; სესხის გაცემა.
  • გადაწყვეტილების მიღების ვადა შეადგენს 1 (ერთ) სამუშაო დღეს.
  • უძრავი ქონების შეფასება თბილისში უფასოა.

 

 წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (თანამესაკუთრის არსებობის შემთხვევაში მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობაც);
  • სესხების კომიტეტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დამატებითი დოკუმენტაცის წარმოდგენა.

ოფიციალური კურსი